გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საფრანგეთის ელჩს „ონორის კაუზას" წოდება მიანიჭა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საფრანგეთის ელჩს „ონორის კაუზას" წოდება მიანიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საფრანგეთის ელჩს „ონორის კაუზას” საპატიო წოდება მიანიჭა. უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ პასკალ მენიე ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში გაწეული სამსახურისთვის დააჯილდოვა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება იმ საქმიანობის დაფასებაა, რომელსაც თავის გუნდთან ერთად, საქართველოში ეწევა.

„დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ეს არის იმ საქმიანობის დაფასება, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვეწევით საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, დავამყაროთ კავშირები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამის იდეალური მაგალითია პარტნიორობა ნატის უნივერსიტეტსა და პარიზის ჟურნალისტიკის სკოლასთან. მსგავსი სახის ურთიერთობები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უფასო და ხარისხიანი განათლება საფრანგეთში” – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ.

საპატიო წოდების მინიჭების ცერემონია უნივერსიტეტის შენობაში გაიმართა. ღონისძიებას საუნივერსიტეტო სფეროსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.