გრიგოლ მიქელაძე - მიმაჩნია, რომ კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის დეპარტამენტი განათლების სამინისტროს უნდა გამოეყოს
გრიგოლ მიქელაძე - მიმაჩნია, რომ კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის დეპარტამენტი განათლების სამინისტროს უნდა გამოეყოს

მიმაჩნია, რომ კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის დეპარტამენტი განათლების სამინისტროს უნდა გამოეყოს, – ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გრიგოლ მიქელაძემ აღნიშნა, ამგვარად განათლების სამინისტროს საშუალება ექნება, მიხედოს განათლებასა და პროფესიულ სწავლებას.

„მიხეილ ბატიაშვილმა განათლებაზე ილაპარაკა, ასევე ხაზგასმით ისაუბრა კულტურაზე. ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეკეთებინა თეატრები, ოპერა და ა.შ, ალბათ არ ვიცი, საქმე როგორ იქნებოდა. საქართველოს ორი რამ გვაქვს ძირითადი ეს ჩვენი კულტურა და სპორტია, რითაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვამაყობთ. მე მიმაჩნია, რომ კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის დეპარტამენტი ამ სამინისტროს უნდა გამოეყოს. იქნებ ამ სამინისტროს საშუალება მივცეთ, რომ განათლებას და პროფესიულ სწავლებას მიხედოს. პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა გრიგოლ მიქელაძემ.