გრიგოლ ლილუაშვილი - უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი, ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს
გრიგოლ ლილუაშვილი - უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი, ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები არ მიმდინარეობს.

ლილუაშვილმა უპასუხა „ტვ პირველის“ კითხვას, „რატომ უსმენენ ჟურნალისტებს აქტიურად“.

„უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას. ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა, საიდან მოგაქვთ? თქვენ შექმენით. რომელი „კრებსები“ იყო? აუდიო, ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007 ? მაშინ კეთილი ინებეთ, გამოძიებამ თქვენ მოგწერათ და გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ. რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი, არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.