გრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს
გრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე ჩატარებული გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავად ვერაფერს იტყვის და ინფორმაციას მედია პრესსამსახურისგან მიიღებს.

„ვერაფერს ვერ გეტყვით, პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ კეთდება განმარტებები და უკავშირდება თუ არა გუშინდელი ოპერაცია რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს, ლილუაშვილმა აღნიშნა: „არ შეიძლება, ჯერჯერობით ვერ გეტყვით“.