გრიგოლ ლილუაშვილი- ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ყველანაირად შევუწყობთ ხელს
გრიგოლ ლილუაშვილი- ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ყველანაირად შევუწყობთ ხელს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სუს-ი  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამოძიებას, მის ხელთ არსებული ინფორმაციებით დაეხმარება.

“ მკვლელობიდან 2 თვის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ გამოყენებული იქნა ყველა ის ბერკეტი, რომელიც გალისა და ერგნეთის ფორმატში იმართება და რომელშიც ჩვენ წამყვან უწყებას წარმოვადგენთ. ცხელი ხაზის მეშვეობით, ადმინისტრაციული საზღვრის იქით მყოფ თანამდებობის პირებთან ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით ჩართული. შესაბამისად, გარკვეული ფაქტორი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში ჩვენმა სამსახურმა ითამაშა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. შსს ყველა ინფორმაციას მიიღებს, რაც გაგვაჩნია “,-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს.