გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელ თამაზ ბესტაევს შეხვდა
გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელ თამაზ ბესტაევს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა თამაზ ბესტაევს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.