გრიგოლ ლილუაშვილი - პანკისის სპეცოპერაციაზე მიმდინარე გამოძიების გამო, ჩვენი ვერსიების დასახელებისგან თავს შევიკავებთ
გრიგოლ ლილუაშვილი - პანკისის სპეცოპერაციაზე მიმდინარე გამოძიების გამო, ჩვენი ვერსიების დასახელებისგან თავს შევიკავებთ

სახალხო დამცველის 2017 წლის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობასაც შეეხებოდა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ობიექტურად გამოძიებას უკავშირდება.

როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, პანკისის სპეცოპერაციაზე საუბარი შეეხება ძალის გადამეტებას, რომელზეც პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება.

„ჩემ მიერ კიდევ ერთხელ მოხდა დაფიქსირება, რომ ჩვენი სამსახურის ნებისმიერი პოზიცია შეიძლება იყოს აღქმული როგორც ზემოქმედება გამოძიებაზე, ამიტომ ჩვენ ჩვენი ვერსიებისაგან თავს შევიკავებთ, დაველოდებით გამოძიებას. ჩვენც გვაინტერესებს დეტალები, თუ როგორ დასრულდება გამოძიება. ალბათ, ყველანი ერთად გავიგებთ ამას”,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაითვალისწინა.

მისვე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიში საინტერესო დოკუმენტია ნებისმიერი სუბიექტისთვის, ვისზეც რეკომენდაციები და შენიშვნებია გამოთქმული.

„შევეცადეთ, რომ ნაწილობრივ დაგვესაბუთებინა ჩვენი არგუმენტები. გარდა რამდენიმე შენიშვნისა, რეკომენდაციების უმრავლესობა ატარებდა ტექნიკურ ხასიათს, რომლის გამოსწორებაც არ ვთვლი, რომ მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალახო დამცველის 2017 წლის ანგარიში მოისმინეს. სხდომას დეპუტატებთან ერთად აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.