გრიგოლ ლილუაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლება
გრიგოლ ლილუაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლება

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გრძელდება ოკუპაციის პროცესი, რასაც რუსული სამხედრო მანქანა ახორციელებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„ამას ამძიმებს სიტუაცია, რასაც ბორდერიზაცია და მოქალაქეების უკანონო დაპატიმრება ჰქვია. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოვახდინოთ დაკავებული პირების გათავისუფლებას. ამაში ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები, მათი მხარდაჭერით ვცდილობთ, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ არასწორ რეჟიმზე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას აკავებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლება მოხდეს, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ამის იმედი აქვს.

„იმედი გვაქვს, პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმას მივაღწევთ, რომ ეს პიროვნება თავისუფაი იყოს და რაც შეიძლება, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება როგორც გამყოფ ხაზს აქეთ, ასევე იქეთ, სადაც დროებით ვერ ვახორციელებთ ეფექტურ კონტროლს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.