გრიგოლ ლილუაშვილი - მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები, რუსეთი ოკუპანტია და ხუთი საათის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდი
გრიგოლ ლილუაშვილი - მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები, რუსეთი ოკუპანტია და ხუთი საათის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდი

მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა, – ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ არის ქვეყნის მთავარი მტერი.

ამასთან, კითხვაზე, რუსეთი არის თუ არა ქვეყნის მთავარი მტერი, ლილუაშვილი პასუხობს:

„არა მარტო. ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი დროის საჯარო გამოსვლები ნახოთ, სხვადასხვა პირების განცხადება არა მარტო მტრული სახელმწიფოდან მაღალი პირების საჯარო გამოსვლები და ნახოთ, რა თანხვედრაში მოდის მათი განცხადებები და ასევე სხვა პოლიტიკოსების.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მეტად გამოკვეთილი სპეციფიკა რომ ყველაფერზე საჯაროდ არ განაცხადოს, რასაც ფიქრობს და რა ინფორმაციაც აქვს.

რუსეთი ოკუპანტია და ხუთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდი და ანგარიშიც საჯაროა, სადაც რუსეთი არის ოკუპანტი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.