გრიგოლ ლილუაშვილი - კონსტრუქციული დიალოგი იყო, მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ყველაფერი გავხსენით
გრიგოლ ლილუაშვილი - კონსტრუქციული დიალოგი იყო, მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ყველაფერი გავხსენით

აბსოლუტურად კონსტრუქციული დიალოგი იყო, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც, იყო საქმიანი კითხვები და გაეცა საქმიანი პასუხები, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აბსოლუტურად კონსტრუქციული დიალოგი იყო, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. მე როგორც წინა წლებში, ახლაც დავრწმუნდი, როცა კამერების და საჯაროების გარეშეა სხდომა, მაშინვე კონსტრუქციულ რეჟიმში გადადის ყველა და მართლა აინტერესებთ საკითხები, თუმცა გარეთ რას ამბობენ, არ ვიცი. იყო საქმიანი კითხვები და გაეცა საქმიანი პასუხები. დახურული სხდომა არ გულისხმობს, რომ ვინმეს ვინმესთან რაიმე დასამალი გვაქვს, უბრალოდ არის საკითხები, რომლის საჯაროდ გამოტანამაც, მათ შორის შეკითხვის დასმამაც, ფორმატმაც შეკითხვის დასმის, ასე ვთქვათ, უკან რაღაც ზრახვებმა, შეიძლება, დააზიანოს ესა თუ ის სენსიტიური საკითხები, მათ შორის ოკუპაციის მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული ომის, ჯაშუშებთან გამკლავების, მათ შორის ტერორიზმის და ა.შ თემებთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ მგონია, რომ დეპუტატები კმაყოფილები დარჩნენ, ვინაიდან რისი თქმაც ამ ფორმატში შეიძლებოდა, ყველაფერი გავხსენით. თუმცა არის საკითხები, რომლებიც განკუთვნილია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისთვის და არის საკითხები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალური ნდობის ჯგუფისთვის, რონელიც ამ კომიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს და მასში მონაწილეობას იღებს როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები“,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილლმა.