გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა
გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილმა და ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.