გრიგოლ ლილუაშვილი - დისკრედიტაციის დიდ ტალღას, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ, თანხვედრაში უბამენ მხარს ვაიჟურნალისტები, ვაიპოლიტიკოსები, ვაიარასამთავრობო ორგანიზაციები
გრიგოლ ლილუაშვილი - დისკრედიტაციის დიდ ტალღას, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ, თანხვედრაში უბამენ მხარს ვაიჟურნალისტები, ვაიპოლიტიკოსები, ვაიარასამთავრობო ორგანიზაციები

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვართ, ამ ვითარებაში კიდევ უნდობლობის თემას რომ დანერგავ საერთაშორისოდ აღიარებული მკურნალობის მეთოდების მიმართ, ეს აშკარად ქვეყნის საწინააღმდეგო ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, ამას ვაიჟურნალისტები, ვაიექსპერტები, ვაიპოლიტიკოსები აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დისკრედიტაციის დიდი ტალღა, რომელიც მიმდინარეობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, ისე ნებისმიერი პატრიოტული იდეის და მოსაზრების წინააღმდეგ.

„დეზინფორმაციის ძალიან დიდი საფრთხე, რასაც აქტიურად იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენის მქონე პირები, გავლენის აგენტები, ასევე ჩვენდა სამწუხაროდ, ამაში ხშირად ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობენ ჩვენი მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. პირველ რიგში ვგულისხმობ დამახინჯებულ ინფორმაციას. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვართ, ამ ვითარებაში კიდევ უნდობლობის თემას რომ დანერგავ საერთაშორისოდ აღიარებული მკურნალობის მეთოდების მიმართ, ეს აშკარად ქვეყნის საწინააღმდეგო ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. ამას ვაიჟურნალისტები, ვაიექსპერტები, ვაიპოლიტიკოსები აკეთებენ. ვაიექსპერტები და ვაიჟურნალისტები არიან ისინი, ვინც ჩემი სამსახურის კონკრეტული სახელებისა და გვარების მქონე ადამიანებს აბრალებდნენ გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალბატონის ბაჩალიაშვილის მკვლელობას. მერე აღმოჩნდა, რომ საერთოდ შეხება არ ჰქონიათ ამ ადამიანებს. ეს არის დისკრედიტაციის დიდი ტალღა, რომელიც მიმდინარეობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, ისე ნებისმიერი პატრიოტული იდეის და მოსაზრების წინააღმდეგ, რასაც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში უბამენ მხარს ვაიჟურნალისტები, ვაიპოლიტიკოსები, ვაიარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.