გრიგოლ ლილუაშვილი - ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი - არა, მეასეხარისხოვანია
გრიგოლ ლილუაშვილი - ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი - არა, მეასეხარისხოვანია

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი – არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა სანქციები, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა: „არ მგონია, რომ მემუქრებოდეს“.

„უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის. ვისაც ნანახი არ აქვს, გული დაწყდება. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურები, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება, საქართველოს თითოეული მოქალაქის და მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი – არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.