გრიგოლ ლილუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
გრიგოლ ლილუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.