გრიგოლ გეგელია - თითოეული ქართველის მომავალი დაზარალდება, თუ მედიაციის ფორმატი არ იქნება წარმატებული და ვერ შევძლებთ კრიზისის გადაჭრას დემოკრატიული გზებით
გრიგოლ გეგელია - თითოეული ქართველის მომავალი დაზარალდება, თუ მედიაციის ფორმატი არ იქნება წარმატებული და ვერ შევძლებთ კრიზისის გადაჭრას დემოკრატიული გზებით

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუყურებთ, როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ ააყირავოს მოლაპარაკების მაგიდა თავისი დესტრუქციულობით, სიჯიუტით და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებით, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, დღეს ამ მაგიდის აყირავება არის საქართველოს საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მომართული ქმედება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყანას, მის საგარეო ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და მომავალს.

გეგელია აცხადებს, რომ თითოეული ქართველის მომავალი დაზარალდება, თუ მედიაციის ფორმატი წარმატებული არ იქნება.

„ეს არ არის მოცემულობა, ეს არის ულტიმატუმი „ქართული ოცნებისგან“. დღეს „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკური რიტორიკა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ ხელისუფლება არ არის მოწადინებული კრიზისის გადაჭრისთვის, არ არის მოსურნე, რომ ამ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მშვიდობა, ქვეყანას მიეცეს განვითარების საშუალება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუყურებთ დასტურს, როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ ააყირავოს მოლაპარაკების მაგიდა თავისი დესტრუქციულობით, თავისი სიჯიუტით და  ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებით, რადგან დღეს ამ მაგიდის აყირავება არის სწორედაც რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენს ქვეყანას, მის საგარეო ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და მის მომავალს. თითოეული ქართველის მომავალი დაზარალდება, თუ ახლა მედიაციის ფორმატი არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ გადავჭრათ ეს კრიზისი სწორი, დემოკრატიული გზებით. ამიტომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არის აგრესიული, „ქართულ ოცნებას“ დიახაც აქვს სრულიად მიზანმიმართულად დესტრუქციული გზა არჩეული. ეს არის წითელი ხაზები, აგრესია და ანტიდემოკრატიული ქედმაღლობა, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს ავლენს. ეს არის პირდაპირ და მიზანმიმართულად ერთი მიზნის სამსახურში, რომ მედიაცია აღმოჩნდეს წარუმატებელი, პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრას, რომ გაღრმავდეს ის მწვავე ეროვნული უთანხმოება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა გამოიწვია“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.