გრიგოლ გეგელია - ოპოზიციაში დაპირისპირება არ არსებობს, ჩვენ გვინდა ეს კრიზისი გადაიჭრას ეფექტიანად, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ საკმარის შემხვედრ ინიციატივას „ქართული ოცნების“ მხრიდან
გრიგოლ გეგელია - ოპოზიციაში დაპირისპირება არ არსებობს, ჩვენ გვინდა ეს კრიზისი გადაიჭრას ეფექტიანად, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ საკმარის შემხვედრ ინიციატივას „ქართული ოცნების“ მხრიდან

ოპოზიციაში არავითარი განხეთქილება არ არსებობს. ჩვენ ვართ ძალიან მტკიცე, მყარი და ერთიანი ოპოზიცია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„რიგგარეშე არჩევნებს არ გააჩნია ალტერნატივა. შესაძლოა ვიფიქროთ ტექნიკაზე, კალენდარზე, მაგრამ ზოგადად, დაპირისპირება, დაყოფა ოპოზიციაში არ არსებობს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ცალკეული მოლაპარაკებები არავისთან გვაქვს. ჩვენ ერთიანი, ძალიან ღია მოლაპარაკებები გვაქვს ხოლმე, რომლის შესახებაც საზოგადოება ყოველთვის ინფორმირებულია. ვაგრძელებთ ჩვენი ძალიან დემოკრატიული ეთიკით ბრძოლას იმისთვის, რომ შედგეს რიგგარეშე არჩევნები და საქართველოს ხალხს მიეცეს თავისუფალი არჩევნები, სწორ შესაბამის გარემოში. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ საუბრისათვის. გვინდა ეს კრიზისი გადაიჭრას ეფექტიანად, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ საკმარის შემხვედრ ინიციატივას „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუმცა იმედი გვაქვს, ეს კრიზისი გადაიჭრება“, – განაცხადა გეგელიამ.