გრიგოლ გეგელია - მიშელის შეთანხმების დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენთვის მაინც პრინციპულად მისაღებია
გრიგოლ გეგელია - მიშელის შეთანხმების დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენთვის მაინც პრინციპულად მისაღებია

დოკუმენტი ჩვენთვის არის პრინციპულად მისაღები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილი ახალი დოკუმენტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ დოკუმენტი ქართველი ხალხის წარმატების დოკუმენტად იქცეს და ქვეყანა წინ წაიყვანოს.

„ახლა მთავარი ბრძოლა, რომელიც წინ გვაქვს არის ამ დოკუმენტის სწორი ჩაშლა, სწორი შინაარსით მისი დატვირთვა, რათა ეს დოკუმენტი იქცეს ქართველი ხალხის წარმატების დოკუმენტად, რათა მისმა განხორციელებამ ჩვენი ქვეყანა დადასტურებულად უფრო წინ წაიყვანოს, ჩვენი სახელმწიფოებრივი დემოკრატიული განვითარება განაპირობოს. შესაბამისად, ამ ძალიან მძიმე თვეებს და არასასურველ თვეებს ჰქონდეს ძალიან კარგი და დადებითი დატვირთვა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში და რომ მათ შედეგად გამოიღონ ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის და ქართული სახელმწიფოს დადასტურებული წინსვლა. ამიტომ ჩვენთვის ეს დოკუმენტი და მისი შინაარსი არის პრინციპულდ მისაღები.

ჩვენ ბუნებრივია ვითვალისწინებთ ძალიან მძიმე გეოპოლუტიკურ ვითარებას, რომელიც არის რეგიონში, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ სოციალურ ეკონომიკირ და ჯანდაცვის კრიზისს რომელიც არის ქვეყანაში. ბუმებრივია, ვითვალისწინებთ ჩვენი უმნიშვბელოვანესი და უმჭიდროესი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მკაფიოდ გამოთქმულ პოლიტიკურ ნებას, რჩევას და მითითებას. იმის მიუხედავად, რომ ეს დოკუმენტი არ არის იდეალური, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ამ დოკუმენტში მაინც შემოსულია ის პოლიტიკური ფორმები, ის მნიშვნელოვანი დათქმები, რომელიც ჩვენთვის იყო აბსოლიტურად მნიშვნელოვანი. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისტემის გადატვირთვა, ქართველი ხალხის ხმის შემოტანით. სწორედ ამ მიზეზების გამო არის ეს დოკუმენტი ჩვენთვის პრინციპულდ მისაღები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ნათლად გამოჩნდება, რომელ პოლიტიკოსს რა სურს, სად უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური მომავალი.

„ვფიქრობ, არის დრო, რომ საქართველო ორპარტიული პოლარობიდან გამოვიდეს, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ძალიან ნათლად გამოჩნდება, რომელ პოლიტიკოსს რა სურს და სად უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური მომავალი. მე მივიჩნევ, რომ დღეს არის ის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დამთავრდეს, სისტემა უნდა გადაიტვირთოს და ჩვენ ერთობლივად დავძლიოთ  პოლარიზებული, მანკიერი პოლიტიკური წყობა და სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მხოლოდ ვნებს და აკნინებს, სამწუხაროდ, კარგი არაფერი მოუტანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

დატოვე კომენტარი