გრიგოლ გეგელია - ჩვენ დღეს გასაქანს მივცემთ ახალი ტიპის მოდელს, როდესაც საზოგადოება წინასწარ არის ინფორმირებული, მრავალპარტიულ ფორმატში ვინ რა პრინციპებითა და პროგრამით მართავს
გრიგოლ გეგელია - ჩვენ დღეს გასაქანს მივცემთ ახალი ტიპის მოდელს, როდესაც საზოგადოება წინასწარ არის ინფორმირებული, მრავალპარტიულ ფორმატში ვინ რა პრინციპებითა და პროგრამით მართავს

დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ ჩრდილოვან კაბინეტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ძალისხმევა, ვინაიდან საზოგადოებამ უნდა ნახოს, რა ბექგრაუნდის, რა გამოცდილების, კომპეტენციის ადამიანები იქნებიან თბილისის მომავალ მთავრობაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას შეფასებით, ეს არის თვისებრივად ახალი ტიპის პოლიტიკა.

„ჩვენ დღეს გასაქანს მივცემთ სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურ მოდელს, როდესაც საზოგადოება წინასწარ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ მრავალპარტიულ ფორმატში ვინ მართავას, რა პრინციპებით, რა მიზნებით და პროგრამით. ეს არის თვისებრივად ახალი ტიპის პოლიტიკა. მოხარული ვარ, რომ „ლელოს“ პროაქტიული ჩართულობით ხდება ეს ყოველივე. დღეს ჩვენ საქართველოში არსებითდ შევცვლით არსებულ პოლიტიკას მშვიდობისკენ. დღეს ჩვენ შევცვლით პოლიტიკურ ველს. „ლელოს“ ეყოლება საკვანძო ადგილებზე თავისი კანდიდატები, თავისი კადრები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებით ვიქნებით წარმოდგენილი ამ კოალიციურ ფორმატში, თუმცა ჩვენთვის უნნიშვნელივანესია არა ის პორტფილი, რომელსაც დავიკავებთ, არამედ მრავალპარტიული მოდელი, რომელსაც კოლეგებთან ერთად ვქმნით“, – განაცხადა გეგელიამ.