გრიგოლ აბაშიძე კითხულობს ლექსს საახალწლო გადაცემაში - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

მწერალი და პოეტი გრიგოლ აბაშიძე კითხულობს ლექსს საახალწლო გადაცემაში. ვიდეომასალა 1968 წლით არის დათარიღებული.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი