გრიგალავა - ტურის საუკეთესო მოთამაშეებში
გრიგალავა - ტურის საუკეთესო მოთამაშეებში

გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. რეიტინგი ინსტატ ინდექსის მონაცემების მიხედვით შეადგინეს.

კომპანია ინსტატ ინდექსი საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგს სპეციალურად შედგენილი პროგრამაის მიხედვით ადგენს და ჯამში მიღებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით აქვეყნებს. ტულის არსენალის ქართველმა მცველმა სამარაში კრილია სოვეტოვთან მოგებულ (1:0) შეხვედრაში სტუმართაგან ერთად-ერთ გოლში აქტიურად მოანწილეობდა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

გრიგალავამ ინსტატ ინდექსის რეიტინგის მიხედვით 347 ქულა დააგროვა და საუკეთესო ათეულში მეცხრე ადგილზე გავიდა.