გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია
გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრან პრიზე ძიუდოში ქართველი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო ორი ვაზარით დაამარცხა.

ნახევარფინალში კი ჩვენმა ძიუდოისტმა უნგრელ სპორტსმენ უნგვარს იპონით სძლია. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის გრან პრი გუშინ, 12 ივლისს დაიწყო და პირველ დღეს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ (60კგ) და ჯაბა პაპინაშვილმა (60კგ) წარუმატებლად იასპარეზეს.

ხვალ კი, ტურნირის დასკვნით დღეს, ხუთი ქართველი იჭიდავებს. ესენი არიან:

90კგ – ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.
100კგ – გიორგი ბერიაშვილი.
+100კგ – გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე.