გრიბოედოვის თეატრში ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო მიმდინარეობს [ფოტო]
გრიბოედოვის თეატრში ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო მიმდინარეობს [ფოტო]

გრიბოედოვის თეატრში ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებიან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, მათ შორის კოტე ჯანაშია და ლაშა ტალახაძე, ოჯახის წევრები და მეგობრები.

საიუბილეო საღამოზე ჯამლეტ ხუხაშვილის განვლილი გზა გაიხსენეს. ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები.