გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი - ჩვენ არ მივდივართ ვინმეს ქვეყნის ხელში ჩაგდების მცდელობით, ჩვენ ვამბობთ, რომ წარმოვადგენთ თავისუფლებას, ეკონომიკურ სიძლიერეს და დაცვას
გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი - ჩვენ არ მივდივართ ვინმეს ქვეყნის ხელში ჩაგდების მცდელობით, ჩვენ ვამბობთ, რომ წარმოვადგენთ თავისუფლებას, ეკონომიკურ სიძლიერეს და დაცვას

გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული უნდა იყოს გრენლანდიაში მცხოვრებ ხალხზე და არა დანიაზე. ამის შესახებ ჯეფ ლენდრისმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტმა ლენდრისს ჰკითხა, თუ რას შესთავაზებდა დანიელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ჩართულობას გრენლანდიაში, რაზეც მან უპასუხა რომ საუბარი არ უნდა იყოს დანიაზე ორიენტირებული.

„მე ვფიქრობ, რომ დისკუსია უნდა წარიმართოს გრენლანდიელებთან. რა სურთ მათ? რა შესაძლებლობები ვერ მიიღეს? რატომ ვერ მიიღეს ის დაცვა, რასაც იმსახურებენ? აშშ ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე მხარე. ჩვენ იქ არ მივდივართ ვინმეს დაპყრობის, ან ვინმეს ქვეყნის ხელში ჩაგდების მცდელობით. ჩვენ ვამბობთ, „გვისმინეთ, ჩვენ თავისუფლებას წარმოვადგენთ, ჩვენ წარმოვადგენთ ეკონომიკურ სიძლიერეს, დაცვას“, – თქვა გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელმა.