გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე მუშაობა, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გავხადოთ
გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე მუშაობა, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გავხადოთ

ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე მუშაობა, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გავხადოთ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნულმა ლუიზიანას გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრისმა განაცხადა.

„დიდი მადლობა დონალდ ტრამპს. დიდი პატივია, გემსახუროთ ამ პოზიციაზე, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილად ვაქციოთ. ეს არანაირად არ იმოქმედებს ჩემს, როგორც ლუიზიანას გუბერნატორის პოზიციაზე“, – წერს ლენდრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, გრენლანდია ეკუთვნით გრენლანდიელებს და აშშ-მა არ უნდა დაიკავოს გრენლანდია.