„გრემის“ დაჯილდოების 61-ე ცერემონიაზე გამომსვლელ მუსიკოსთა ვინაობა ცნობილია 
„გრემის“ დაჯილდოების 61-ე ცერემონიაზე გამომსვლელ მუსიკოსთა ვინაობა ცნობილია 

„გრემის“ დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიაზე გამომსვლელ მუსიკოსთა ვინაობა ცნობილია.

ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ინფორმაციით, საზოგადოება ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე კამილა კაბეიოს, ქარდი ბის, ჟანელ მონეს, შონ მენდესსა და Post Malone-ს იხილავს.

„გრემის“ დაჯილდოება ლოს-ანჯელესში 10 თებერვალს გაიმართება. ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში 100-მდე ადამიანს გადაეცემა. უკვე ცნობილია, რომ ცერემონიას მომღერალი ალიშა კისი წაიყვანს