ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ამერიკა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. გამოსვლები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იმართება. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აქცენტი მხოლოდ წესრიგის დამყარებაზე გაამახვილა. ამან კი უამრავ ადამიანში პროტესტის გრძნობა გამოიწვია. „სან ანტონიო სპურსის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ქვეყნის მეთაურს იდიოტიც კი უწოდა:
„ის (ტრამპი) არეულია თავის აზრებში და უფრო მეტიც. ის ანგრევს ქვეყანას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია ღიად თქვას – Black Lives Matter. სწორედ ამიტომ, ის იმალება თეთრ სახლში. ის მშიშარაა. ვფიქრობ, ასეთ დროს უმჯობესია ის სრულ იგნორში ვამყოფოთ. ის სიტუაციას ვერ გამოასწორებს, რადგან უბრალოდ ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია“, – განაცხადა პოპოვიჩმა.