გრანადაში, სპორტული პისტოლეტიდან (25მ) სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მე-5 ადგილი დაიკავა.
მან საკვალიფიკაციო ეტაპზეც 576 ქულით მე-5 შედეგი დააფიქსირა და ფინალისთვის შესარჩევი ეტაპის პირველ ჯგუფში მოხვდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ფინალური ეტაპის საგზური უნგრელ რენატა სიკესთან დამატებით სერიაში წააგო. ორივე მათგანმა ძირითადი სერია 8-8 ქულით დაასრულეს, დამატებითში კი სიკემ იმარჯვა, ნინო სალუქვაძემ კი ჯგუფში მესამე შედეგი დააფიქსირა.
20 ქულით გათამაშების გამარჯვებული ევროპის ჩემპიონი უნგრელი ჟოფია ჩონკა გახდა, მეორე ადგილზე 18 ქულით კორეელი ლანა კიმი გავიდა, ხოლო 14 ქულით პორტუგალიელი ჟოანა კასტელაო ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.