გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეექვსე მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეექვსე მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

კლინიკა „გორმედში“ გორთან წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეექვსე მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ადასტურებენ.

რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ პირებს, წუხელვე გაეწიათ ამბულატორიული მკურნალობა.  სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ კლინიკური მენეჯერის, ხათუნა შრუბის თქმით, მათ საკუთარი სურვილით უარი თქვეს მკურნალობის გაგრძელებაზე და კლინიკა დატოვეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან წუხელ მოხდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. გარდაიცვალა ექვსი ადამიანი და დაშავდა 11.

მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.