გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გორის შესასვლელთან.

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ქალი. მამაკაცი კი, რომელიც მანქანას მართავდა, დაზიანებებით გორის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა ორი ბავშვი, რომლებიც გადაყვანილები არიან სამედიცინო ცენტრ „გორმედში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით დაიწყო.

დატოვე კომენტარი