გორში, წმინდა წყლის დასახლებაში პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში პოლიციამ მამაკაცი დააკავა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით არის დაკავებული.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებს წმინდა წყლის დასახლების მცხოვრებლები მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მეზობლის სახლიდან ხმაური გაიგეს.

საქართველოს პირველ არხს შსს-ში ერთი პირის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის დეტალები ზუსტდება.