გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილმა ლევან დავითაშვილთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილმა ლევან დავითაშვილთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ნაწილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი თქმით, მინისტრისგან კონკრეტული დაპირებები ვერ მიიღეს.

მოსახლეობის თქმით, მათ სურთ ზარალის სრულად ანაზღაურება და არა მხოლოდ ბანკებთან სესხების გადავადებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ კონსულტაციის დაწყება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას და მის სამინისტროს ბანკებთან შუამდგომლობა უკვე დაწყებული აქვს, რათა დაზარალებულებისთვის სესხები გადავადდეს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობამ დღეს სოფელ სვენეთთან აქცია გამართა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. შეხვედრა მოგვიანებით გორში შედგა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა აქციის მონაწილეების ნაწილმა დატოვა, სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი შეხვედრა ხვალისთვის დაიგეგმა.