გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს [ფოტო]
გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს [ფოტო]

გორში სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავი აღნიშნეს. სტალინის სახლ-მუზეუმთან „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის” წევრები შეიკრიბნენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, მის სახლ-მუზეუმთან საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებითა და სტალინის პორტრეტებით შეიკრიბნენ.

„კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის” წევრებმა გორში მსვლელობა მოაწყვეს და სტალინის ძეგლის აღდგენა მოითხოვეს, რომლის დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა.