გორში, სოფელ კარალეთთან ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

09:49, 25.08.2018

გორში, სოფელ კარალეთთან ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში მიყვანამდე. ავტომობილის კიდევ ერთი მგზავრი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი