გორში, სოფელ ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლისა და გზის მოწესრიგების მოთხოვნით აქციას მართავს
გორში, სოფელ ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლისა და გზის მოწესრიგების მოთხოვნით აქციას მართავს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სასმელი წყლისა და სოფელში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ.

ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ სოფლის გზა გადაკეტეს, თუმცა პოლიციის მოთხოვნისა და ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მისვლის შემდეგ გახსნეს.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი მზადაა, უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება და სოფელს სასმელი წყალი ექნება.