გორში სასწრაფო დახმარების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
გორში სასწრაფო დახმარების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

გორში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი, რომელიც გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქად დაშავდნენ BMW-ში მსხდომი მგზავრები.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.