გორში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი ხუთი ათასზე მეტ პირს ჩაუტარდა
გორში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი ხუთი ათასზე მეტ პირს ჩაუტარდა

საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში საკონტროლო პუნქტებზე გორში მოსახლეობის შემოწმება გრძელდება. ამ ეტაპისთვის თერმოსკრინინგი 5 000-ზე მეტმა პირს ჩაუტარდა. რამდენიმე მათგანი მაღალი ტემპერატურით გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

გორში ხუთ საკონტროლო პუნქტზე შსს თანამშრომლები და თავდაცვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები ერთობლივად აკონტროლებენ მგზავრთა გადაადგილებას. რეგიონის მასშტაბით შსს 60-მდე მობილური ჯგუფი ახდენს პატრულირებას.

​გორში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული გამკაცრებული წესების დარღვევისთვის 30-მდე პირი დაჯარიმდა.

„რამდენიმე ათასი პირი შემოწმდა, იყო ცხელების რამდენიმე შემთხვევა. დამატებით გამოკვლევებით რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. არის მთავრობის გამკაცრებული წესების დარღვევის შემთხვევებიც. ყველა შესაბამის დარღვევაზე იყო რეაგირება და მოხდა დაჯარიმება. იყო დარღვევები ხალხის რაოდენობის შეკრების, საკომენდანტო საათში გადაადგილების. ყველა მათგანზე იყო რეაგირება“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 17 პაციენტი გადის მკურნალობას. სულ ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 50-მდე პირია მოთავსებული.

დატოვე კომენტარი