გორში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

01:15, 21.12.2020

გორში საახალწლო ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხესთან ერთად, ქალაქის ქუჩების სადღესასწაულო განათებებიც ჩაირთო.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე შიდა ქართლის გუბერნატორმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა და ახალმა მაჟორიტარმა დეპუტატმა აანთეს.

პანდემიის გამო, წელს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან კონცერტი და სადღესასწაულო ღონისძიებები არ გამართულა, თუმცა ქალაქის მოედანზე პატარები მაინც შეიკრიბნენ.

მსგავსი