გორში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გორში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გორში, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. და 1980 წელს დაბადებული ა.ს. ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან, სატვირთო ავტომანქანის ნაწილების მოპარვას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.