გორში ქუჩები და სახლების სარდაფები დაიტბორა

00:51, 23.07.2018

გორში ძლიერი ნალექის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის 10 შეტყობინებაა შესული.

„დატბორილია თამარ მეფის, ქუჩიშვილის, ბაგრატიონისა და ლეონიძის ქუჩები.

ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის ​სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი