გორში ორ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
გორში ორ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

გორში, მშვიდობის ქუჩაზე ორ მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ორი გოგონა გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ „ბეემვეს“ მარკის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ორივე მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთი მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო მეორე „გორმედში“.

ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.