გორში მოზარდს რამდენიმე თანატოლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
გორში მოზარდს რამდენიმე თანატოლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

გორში მეცხრეკლასელ მოსწავლეს რამდენიმე მოზარდმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი გორის მე-10 საჯარო სკოლასთან მოხდა.

მომხდარს ადასტურებენ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, ფიზიკური დაპირისპირება სასწავლო პროცესის შემდეგ, სკოლის შენობის გარეთ მოხდა. მისივე ინფორმაციით, ერთ მოსწავლეს რამდენიმე მოზარდმა სცემა.

​მოზარდს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში უკვე აღმოუჩინეს. ექიმების ინფორმაციით, მეცხრეკლასელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.