გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მოწმეების გამოკითხვით განახლდა
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მოწმეების გამოკითხვით განახლდა

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მისი მეზობლები და გამომძიებლები იკითხებიან.

ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის განხილვა დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდა.

საქმის პროკურორის განცხადებით, გამოიკითხება ხუთი მოწმე, მათ შორის, ის პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს და ასევე მოკლული გოგონას მეზობლები.

ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებით, ამ დრომდე გამოძიებას არ წარმოუდგენია ისეთი სახის პირდაპირი მტკიცებულება და მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებდა ნებიერიძის ბრალეულობას.

ნებიერიძე კი ამ საქმეზე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატის განცხადებით, ის ჩვენებას აუცილებლად მისცემს სასამართლოს. იაგო ნებიერიძეს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.