გორში მკვლელობა მოხდა

11:13, 28.04.2025

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მსგავსი