გორში მკვლელობა მოხდა
გორში მკვლელობა მოხდა

გორში, სადგურის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა ავტომანქანიდან ცეცხლი გახსნა.

სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მამაკაცი, ერთი კი დაიჭრა. დაჭრილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.