გორში, მერიის შენობასთან საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა
გორში, მერიის შენობასთან საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა გორში. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა გორში, მერიის შენობის წინ, სიმბოლურად ჩოხოსნებმა აღმართეს.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს.

დროშის დღე ქვეყანაში 2012 წლიდან აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.