გორში, შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის პოლიციის შენობასთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებსა და თავდასხმებს აპროტესტებენ. რეგიონში მომუშავე თითქმის ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, სიმბოლურად, პოლიციის შენობასთან კამერები, მიკროფონები და ტელეფონები დააწყვეს და ძალადობის ფაქტების დროულად გამოძიება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ კოლეგებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, ძალადობის ფაქტები დროულად გამოიძიოს.