გორში, მდინარეში ჩავარდნილი ძაღლი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს

15:34, 01.04.2019

მეხანძრე-მაშველებმა გორში, მდინარე ლიახვში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ადგილზე მუშაობდა გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი. ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი