გორში მაშველებმა დატბორილი ქუჩიდან მანქანა გამოიყვანეს [ვიდეო]

გორში მაშველებმა დატბორილი ქუჩიდან მანქანა გამოიყვანეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება.

დატბორილია თამარ მეფის, ქუჩიშვილის, ბაგრატიონისა და ლეონიძის ქუჩები.

ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის სამაშველო-სახანძრო ჯგუფები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.