გორში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ
გორში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ

გორში საკრებულოს შენობასთან, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და გორის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯალაბაძე მართავენ.

ისინი პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას.

აქციის მონაწილეები გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან შეხვედრას ითხოვენ და საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ.

დაცვის პოლიცია მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.