გორში „კოვიდ 19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთაგან ორი მცირეწლოვანია

11:58, 02.10.2020

გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის ორი მცირეწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, ექვსივე ინფიცირებული გორში „ჯიპისის“ აფთიაქის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია და მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

სულ რეგიონიდან ლაბორატორიაში გუშინ 180 პირის ნიმუში იყო გაგზავნილი.

მსგავსი